ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს მიმართავს - თქვენთან მოლაპარაკებას არც კი ვაპირებ, რაც გინდათ, გააკეთეთ
ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს მიმართავს - თქვენთან მოლაპარაკებას არც კი ვაპირებ, რაც გინდათ, გააკეთეთ

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ირანი არ გამართავს მოლაპარაკებებს აშშ-თან მუქარის ფონზე.

„ჩვენთვის მიუღებელია, რომ ისინი ბრძანებებს იძლევიან და გვემუქრებიან. მე თქვენთან მოლაპარაკებას არც კი ვაპირებ. გააკეთეთ, რაც გინდათ“, – მიმართა პეზეშკიანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

მანამდე ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ თეირანი არ დაექვემდებარება ზეწოლას მოლაპარაკებებში ჩართვის მიზნით.

იქამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება.