ირანის პრეზიდენტი აშშ-სთან ორმხრივი მოლაპარაკების წარმოებას გამორიცხავს
ირანის პრეზიდენტი აშშ-სთან ორმხრივი მოლაპარაკების წარმოებას გამორიცხავს

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი აშშ-სთან ორმხრივი მოლაპარაკების წარმოებას გამორიცხავს.

მისი თქმით, დიალოგის ერთადერთი ფორმატი საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების ე.წ. „ექვსეულის“ ფარგლებში შეიძლება შედგეს, იმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანის მიმართ დაწესებულ ყველა სანქციას გააუქმებს.

„აშშ-სთან მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. მოლაპარაკებაზე ბევრი შეთავაზება იყო, თუმცა ჩვენი პასუხი ყოველთვის უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ჰასან როჰანმა.

ირანს ორმხრივი მოლაპარაკებების წარმოებას აშშ-ის პრეზიდენტი თეირანის მხრიდან ყოველგვარი წინაპირობების წამოყენების გარეშე სთავაზობს.

დატოვე კომენტარი