ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, კორონავირუსის ნებისმიერ შესაძლო გამოწვევას გაუმკლავდეს

13:33, 28.03.2020

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი აცხადებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, კორონავირუსის ნებისმიერ შესაძლო გამოწვევას გაუმკლავდეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 32 332 ადამიანია დაინფიცირებული. გარდაცვლილია 2 378.

მსგავსი