ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის შეიარაღებული ძალები მიზანში ამოიღებენ ისრაელის ცენტრალურ ნაწილს, თუ ისინი „უმცირეს ნაბიჯს“ გადადგამენ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის შეიარაღებული ძალები მიზანში ამოიღებენ ისრაელის ცენტრალურ ნაწილს, თუ ისინი „უმცირეს ნაბიჯს“ გადადგამენ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ

ირანის შეიარაღებული ძალები მიზანში ამოიღებენ ისრაელის ცენტრალურ ნაწილს, თუ ისინი „უმცირეს ნაბიჯს“ გადადგამენ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „როიტერი“ ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისიზე დაყრდნობით იტყობინება.

„სიონისტურმა რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ თუ ოდნავ ნაბიჯს გადადგამთ ჩვენი ერის წინააღმდეგ, ჩვენი შეიარაღებული ძალები სიონისტური რეჟიმის ცენტრს მიზანში ამოიღებენ“, – განაცხადა რაისიმ ეროვნული არმიის დღის აღსანიშნავად გამართულ სატელევიზიო გამოსვლაში.

„ჩვენი სტრატეგია არის თავდაცვა და არა თავდასხმა. ირანის არმიამ ძალიან კარგად გამოიყენა სანქციების შესაძლებლობა საკუთარი თავის გასაძლიერებლად და ჩვენი სამხედრო ინდუსტრია ახლა საუკეთესო ფორმაშია“, – დაამატა რაისიმ.