ირანი აცხადებს, რომ ავღანეთიდან აშშ-ის გასვლა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის შესაძლებლობაა
ირანი აცხადებს, რომ ავღანეთიდან აშშ-ის გასვლა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის შესაძლებლობაა

ირანის პრეზიდენტის გებრაჰიმ რაისის განცხადებით, აშშ-ის „სამხედრო წარუმატებლობა“ და ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა, ქვეყანაში სიცოცხლის, უსაფრთხოების და გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის შესაძლებლობაა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.

ირანის პრეზიდენტის თქმით, ირანი მხარს უჭერს ავღანეთში სტაბილურობის აღდგენას და როგორც მოძმე ერი, ავღანეთის ყველა ჯგუფს ეროვნული შეთანხმების მისაღწევად იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონი ირანს ადანაშაულებდა დაჯგუფება „თალიბანის“ მებრძოლებისთვის ფარული დახმარების გაწევაში, რასაც თეირანი უარყოფდა. შიიტური ირანი ათწლეულების განმავლობაში იყო რადიკალური სუნიტური დაჯგუფების მოწინააღმდეგე, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ირანისა და „თალიბანის“ წარმომადგენლები ღიად მართავდნენ შეხვედრებს.

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი გასულ დღეს დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.