ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ არ არის გულწრფელი მოლაპარაკებების მზადყოფნასთან დაკავშირებით - გულწრფელი თუ იყო, რატომ დაგვიწესეს სანქციები?
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ არ არის გულწრფელი მოლაპარაკებების მზადყოფნასთან დაკავშირებით - გულწრფელი თუ იყო, რატომ დაგვიწესეს სანქციები?

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ აშშ არ არის გულწრფელი მოლაპარაკებების მზადყოფნასთან დაკავშირებით.

„აშშ თუ გულწრფელი იყო მოლაპარაკებების საკითხში, რატომ დაგვიწესეს სანქციები?“ – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, თეირანი „არ ისწრაფვის ომისკენ, მაგრამ არ დაემორჩილება უცხოურ ზეწოლას“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღიაა ირანთან შეთანხმებისთვის და პეზეშკიანთან საუბრის მზადყოფნა გამოთქვა.