ირანის პორტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

08:36, 27.04.2025

ირანის პორტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. დაშავებულია 700-ზე მეტი.

შაჰიდ-რაჯაის პორტში აფეთქება 26 აპრილს მოხდა. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, სავარაუდოდ, ამის მიზეზი სარაკეტო საწვავში გამოყენებული ნივთიერების გახდა. ამ ინფორმაციას გამოცემა ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე ჩავიდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ესკანდარ მომენი. აფეთქების მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა.​​​​​​​​​​​​​​​​

მსგავსი