ირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ იაზდის პროვინციაში საპროტესტო აქციებისას სხვადასხვა ქვეყნის, სულ მცირე, 139 მოქალაქე დააკავეს
ირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ იაზდის პროვინციაში საპროტესტო აქციებისას სხვადასხვა ქვეყნის, სულ მცირე, 139 მოქალაქე დააკავეს

ირანის პოლიციის ცნობით, ცენტრალურ პროვინცია იაზდში საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 139 უცხოელი დააკავეს. ინფორმაციას „როიტერი“ ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელი ქვეყნების მოქალაქეები არიან დაკავებულები.

ირანული მედიის ცნობით, იაზდი შედარებით მცირე პროვინციაა, შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით დაკავებულ უცხოელთა რიცხვი, სავარაუდოდ, ასობით ადამიანს შეადგენს.

ცნობისთვის, ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 3 117-ს შეადგენს, თუმცა, უფლებადამცველი ჯგუფების თქმით, დაიღუპა გაცილებით მეტი ადამიანი. აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ჯგუფი HRANA აცხადებს, რომ ამ დროისთვის თითქმის 50 000 ადამიანია დაკავებული.