ირანის პოლიციამ თეირანის გარეუბანში ღონისძიებაზე 260 ადამიანი დააკავა
ირანის პოლიციამ თეირანის გარეუბანში ღონისძიებაზე 260 ადამიანი დააკავა

ირანის პოლიციამ თეირანის გარეუბანში გამართულ ღონისძიებაზე 260 ადამიანი დააკავა. მათ შორის სამი ევროპელია. ამის შესახებ „როიტერი“ ირანულ სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

როგორც სამართალდამცველები განმარტავენ, „სატანისტურ შეკრებაზე“ მონაწილეები სატანიზმის სიმბოლოიანი ტანისამოსითა და აქსესუარებით იყვნენ წარმოდგენილი.

ასევე აღმოჩენილია ალკოჰოლი და ფსიქოაქტიური ნივთიერებები.