ირანის პარლამენტში აცხადებენ, რომ დრონებით ისრაელის მხარდაჭერით უკრაინა, ფაქტობრივად, ომში ჩაერთო და ირანის „ლეგიტიმურ სამიზნედ“ იქცა
ირანის პარლამენტში აცხადებენ, რომ დრონებით ისრაელის მხარდაჭერით უკრაინა, ფაქტობრივად, ომში ჩაერთო და ირანის „ლეგიტიმურ სამიზნედ“ იქცა

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დრონებით ისრაელის მხარდაჭერით უკრაინა, „ფაქტობრივად, ომში ჩაერთო“.

ირანელმა დეპუტატმა იბრაჰიმ აზიზიმ სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა, რომ ამის გამო უკრაინა ირანის „ლეგიტიმურ სამიზნედ“ იქცა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ირანთან მიმდინარე ომისა და თეირანის მხრიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმების ფონზე, თერთმეტმა ქვეყანამ მიმართა კიევს დახმარების თხოვნით ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში.

2022 წლიდან კიევმა დრონების წინააღმდეგ შეიმუშავა რთული და მრავალფენიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა. იგი მოიცავს მობილურ საცეცხლე ჯგუფებს, ხშირად პიკაპებზე დამონტაჟებული მძიმე ტყვიამფრქვევებით, ასევე ელექტრონული ბრძოლის სხვადასხვა სისტემას და უკრაინაში წარმოებულ დამჭერ დრონებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, თებერვალში დედაქალაქისა და კიევის რეგიონის მიმართულებით გაშვებული ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონების 70%-ზე მეტი სწორედ დამჭერმა სისტემებმა ჩამოაგდეს.