ირანის პარლამენტმა შრომის, კოოპერატივებისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა
ირანის პარლამენტმა შრომის, კოოპერატივებისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

ირანის პარლამენტმა შრომის, კოოპერატივებისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა. მინისტრის გაშვების საკითხი კენჭისყრაზე 40 დეპუტატის თხოვნის საფუძველზე მოხდა.

ალი რაბიეის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 129 დეპუტატმა დაუჭირა, 113 წინააღმდეგი იყო, სამმა კი თავი შეიკავა.

მაღალი უმუშევრობის, ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო ირანის ეკონომიკას სირთულეები აქვს. ბოლო 11 თვის განმავლობაში ირანში უკვე მესამე მინისტრი გაათავისუფლეს თანამდებობიდან.

ეკონომიკური პრობლემების გამო ირანში საპროტესტო აქციები გასული წლის დეკემბრის შემდეგ პერიოდულად ტარდება. მძღოლების, ფერმერებისა და ვაჭრების საპროტესტო გამოსვლები ირანის 80-ზე მეტ ქალაქში გაიმართა.