ირანის პარლამენტმა ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის საშუალებითაც ქვეყანა ურანის გამდიდრებას დაიწყებს
ირანის პარლამენტმა ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის საშუალებითაც ქვეყანა ურანის გამდიდრებას დაიწყებს

ირანის პარლამენტმა ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის საშუალებითაც ქვეყანა ურანის გამდიდრებას დაიწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

იმ შემთხვევაში თუ, უახლოეს ორ თვეში ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციები არ შემსუბუქდება, დოკუმენტი მთავრობას ავალდებულებს, განაახლოს ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება, რაც ბევრად აღემატება 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულებით შეთანხმებულ 3.67 პროცენტს.

კანონპროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტი ჰასან როუჰანი.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის დამტკიცებას წინ უძღვოდა ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობა, რომელსაც 27 ნოემბერს თეირანის გარეუბანში დაესხნენ თავს.