ირანის პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს საპასუხო დარტყმებით ემუქრება – „ამერიკელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თამაშის წესები შეიცვალა”
ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ „ვიდრე გვიანი არ არის“, ამერიკელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ „თამაშის წესები შეიცვალა“.
„აშშ-ის თავდასხმებზე პასუხი უფრო სწრაფი, მძიმე და მტკივნეული იქნება“, – განაცხადა ღალიბაფმა.
მანამდე აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს. მათივე თქმით, აშშ-მა ტანკერებზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აშშ-ის საზღვაო ძალების ორ სამხედრო გემს შეუტია.