ირანის პარლამენტის თავმჯდომარე - აშშ-მა სამხედრო ტერორისტული აქტი მოაწყო
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე - აშშ-მა სამხედრო ტერორისტული აქტი მოაწყო

ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ლიკვიდაციას „სამხედრო ტერორისტული აქტი“ უწოდა. ეს განცხადება ალი ლარიჯანიმ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც დეპუტატებმა ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შესახებ იმსჯელეს.

„ბატონო ტრამპ, თქვენ დიდი დანაშაული ჩაიდინეთ და ეს თავგადასავალი თქვენ მტკივნეულ შედეგებს მოგიტანთ“, – განაცხადა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან თავის გამოსვლაში ამერიკელ სამხედროებს რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი გამოსვლის დროს დეპუტატები დარბაზში ანტიამერიკულ სლოგანებს სკანდირებდნენ.

მოკლული ირანელი გენერლის ცხედარი დღეს ირანში ჩაასვენეს. ქალაქ აჰვაზში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას ათასობით ირანელი დაესწრო.