ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ირანის 10-პუნქტიანი წინადადების სამი პუნქტი ღიად და აშკარად დაირღვა და ასეთ ვითარებაში „ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტა ან მოლაპარაკებები არაგონივრულია“
ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ირანის 10-პუნქტიანი წინადადების სამი პუნქტი ღიად და აშკარად დაირღვა და ასეთ ვითარებაში „ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტა ან მოლაპარაკებები არაგონივრულია“

ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამად ბაღერ ღალიბაფის განცხადებით, ირანის 10-პუნქტიანი წინადადების სამი პუნქტი „ღიად და აშკარად დაირღვა“ და ასეთ ვითარებაში „ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტა ან მოლაპარაკებები არაგონივრულია“.

მოჰამად ბაღერ ღალიბაფი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების შესახებ წინადადება ლიბანსაც მოიცავდა. თეთრ სახლში ამ ინფორმაციას უარყოფენ.

მოჰამად ბაღერ ღალიბაფი ასევე ახსენებს უპილოტო საფრენ აპარატს, რომელიც ირანის სამხრეთში შეიჭრა. ისრაელში აცხადებენ, რომ მათ „არ აქვთ ინფორმაცია“ ასეთი ინციდენტის შესახებ.

მესამე საკითხი, რომელზეც მან ყურადღება გაამახვილა, ირანის მიერ ურანის გამდიდრების უფლებას ეხება. ირანელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ეს საკითხი ათპუნქტიან გეგმაში გათვალისწინებული იყო.