ირანის პარლამენტის სპიკერი უარყოფს ინფორმაციას, რომ გაერო-ს ბირთვული უწყების ინსპექტორებს აშშ-ის მიერ დაბომბილ ბირთვულ ობიექტებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ
ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გაერო-ს ბირთვული უწყების ინსპექტორებს აშშ-ის მიერ დაბომბილ ბირთვულ ობიექტებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ.
ღალიბაფის თქმით, საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორებს არ აქვთ უფლება, შეამოწმონ ბირთვული ობიექტები, რომლებიც აშშ-მა დაბომბა.
„ამჟამად ინსპექტორებს წვდომა აქვთ მხოლოდ ორ ლოკაციაზე – ბუშერის ატომურ ელექტროსადგურსა და თეირანის რეაქტორზე“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.
ამასთან, როგორც მედია წერს, ბირთვულ ობიექტებზე ინსპექტორების ვიზიტის საკითხი ბოლო დღეებში მიმდინარე მოლაპარაკებებში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური თემა გახდა.