ირანის პარლამენტის სპიკერი – მტერი მოლაპარაკებებზე მიანიშნებს, ფარულად კი სახმელეთო შეტევას გეგმავს, ირანული ძალები ელოდებიან ამერიკელი ჯარისკაცების სახმელეთო შემოსვლას, რათა მათ ცეცხლი გაუხსნან

14:48, 29.03.2026

მტერი საჯაროდ მოლაპარაკებებზე მიანიშნებს, ფარულად კი სახმელეთო შეტევას გეგმავს. ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ყალიბაფმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ „15-პუნქტიანი სიით ადგენს თავის სურვილებს და ცდილობს, მიაღწიოს იმას, რასაც ომში ვერ მიაღწია“.

„ირანის ძალები ელოდებიან ამერიკელი ჯარისკაცების სახმელეთო შემოსვლას, რათა მათ ცეცხლი გაუხსნან“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა ომის დაწყებიდან 30-ე დღესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ მიმართვაში.

ირანის კაპიტულაციასთან დაკავშირებით საუბრისას კი მან არაბულ ენაზე აღნიშნა, რომ თეირანის გზავნილი „ნათელია და ქვეყანა დამცირებას არ შეეგუება“.

 

მსგავსი