ირანის პარლამენტის სპიკერი – მსოფლიო ახალი წესრიგის ზღვარზე დგას, ეს ტრანსფორმაცია ირანელი ერის 70-დღიანმა წინააღმდეგობამ დააჩქარა, მომავალი გლობალურ სამხრეთს ეკუთვნის
მსოფლიო ახალი წესრიგის ზღვარზე დგას, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პლანეტის მომავალი გლობალური სამხრეთის ქვეყნებს ეკუთვნის.
ამასთან, როგორც ღალიბაფი აღნიშნავს, ეს ცვლილება ირანის 70-დღიანმა წინააღმდეგობამ კიდევ უფრო დააჩქარა.
„როგორც პრეზიდენტმა, სი ძინპინმა თქვა: „საუკუნის განმავლობაში უხილავი ტრანსფორმაცია მთელ მსოფლიოში ჩქარდება“. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ირანელი ერის 70-დღიანმა წინააღმდეგობამ დააჩქარა ეს ტრანსფორმაცია. მომავალი გლობალურ სამხრეთს ეკუთვნის“, – წერს ბაღერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში.
The world stands at the cusp of a new order.
As President Xi said “The transformation unseen in a century is accelerating across the globe,” and I emphasize that the Iranian nation’s 70-day resistance has accelerated this transformation.
The future belongs to the Global South.
— محمدباقر قالیباف | MB Ghalibaf (@mb_ghalibaf) May 16, 2026