ირანის პარლამენტის სპიკერი – მივესალმებით ჩინეთის პრინციპულ განცხადებას, რომელიც ირანის წინააღმდეგ არალეგალურ სანქციებს უარყოფს, ირანისა და ჩინეთის ურთიერთობა არავისგან ნებართვას არ საჭიროებს
მივესალმებით ჩინეთის პრინციპულ განცხადებას, რომელიც ირანის წინააღმდეგ არალეგალურ სანქციებს უარყოფს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი ბოჰამედ ბაღერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს.
„ირანისა და ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ორმხრივ პატივისცემას, მომგებიან თანამშრომლობასა და მრავალპოლუსიანი მსოფლიოს საერთო ხედვას ეფუძნება. ეს ურთიერთობა არავისგან ნებართვას არ საჭიროებს“, – წერს ღალიბაფი.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოცხადებული სანქციების მხარდაჭერას ყველა ქვეყნის მხრიდან ელოდება. ეს მოწოდება ჩინეთმა უარყო. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ცალმხრივ სანქციებს და ყველა საჭირო ზომას მიმართავს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.