ირანის პარლამენტის სპიკერი – ისრაელელები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა აშშ ირანთან გაუთავებელ ომში ჩაითრიონ, ჭაობში, რომელსაც ვერცერთი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი თუ დემოკრატი, თავს ვერ დააღწევს

13:54, 10.11.2026

ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს არასახარბიელო მომავალი ელით, თუ აშშ არ იტყვის უარს „ისრაელი უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკაზე, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

„ისრაელელები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა აშშ ირანთან გაუთავებელ ომში ჩაითრიონ, ჭაობში, საიდანაც ვერცერთი პრეზიდენტი, იქნება ის რესპუბლიკელი თუ დემოკრატი, დღევანდელი თუ მომავალი, თავს ვერ დააღწევს“, – აღნიშნა ირანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა.

ღალიბაფის განცხადებები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის მსგავსი კრიტიკის ფონზე გაჟღერდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკელების უმეტესობა დაიღალა ისრაელის რეჟიმით, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციებს ხანგრძლივ ომებში ითრევს.

მსგავსი