ირანის პარლამენტის სპიკერი – ირანი 37-ჯერ ზედიზედ რომ დაამარცხეს, ეს ბრწყინვალე უსტრატეგიო ომი „რეჟიმის შეცვლიდან“ დაქვეითდა დონემდე: „ჰეი! ვინმეს შეუძლია ჩვენი პილოტების პოვნა?“
ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაგერ ყალიბაფი ირანში ამერიკული F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოვარდნას ეხმაურება.
„ირანი 37-ჯერ ზედიზედ რომ დაამარცხეს, ეს ბრწყინვალე უსტრატეგიო ომი ახლა „რეჟიმის შეცვლიდან“ დაქვეითდა დონემდე: „ჰეი! ვინმეს შეუძლია ჩვენი პილოტების პოვნა? გთხოვთ?“ რა საოცარი პროგრესია. აბსოლუტური გენიოსები“, – წერს ირანის პარლამენტის სპიკერი სოციალურ ქსელ „იქსზე“.
ცნობისთვის, დღეს „ენბისი ნიუსმა“ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამერიკული F-15 ტიპის გამანადგურებელი ირანში ჩამოვარდა. ოფიციალურმა პირებმა „ენბისი ნიუსს“ ასევე განუცხადეს, რომ აშშ-ის სამხედროები სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, როგორ ჩამოვარდა თვითმფრინავი. ამასთან, „სქაი ნიუსის“ ცნობით, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ირანში ამერიკული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმირებულია.
After defeating Iran 37 times in a row, this brilliant no-strategy war they started has now been downgraded from “regime change” to “Hey! Can anyone find our pilots? Please?🥺”
Wow. What incredible progress. Absolute geniuses.
— محمدباقر قالیباف | MB Ghalibaf (@mb_ghalibaf) April 3, 2026