ირანის პარლამენტის სპიკერი – აშშ-სა და ისრაელის რეჟიმის მიერ დაწყებულ ლაჩრულ ომში ჩვენ გავიმარჯვეთ როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით

21:02, 16.08.2026

აშშ-სა და ისრაელის რეჟიმის მიერ დაწყებულ ლაჩრულ ომში ჩვენ მოვიგეთ როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

ღალიბაფმა შეაქო ირანელი ხალხი და მისი შეიარაღებული ძალები თავიანთი სიმტკიცისთვის და თქვა, რომ მათ არა მხოლოდ წარმატებით დაამარცხეს აშშ და სიონისტური რეჟიმი, არამედ ჩაშალეს აგრესიული მტრების ოფიციალურად გამოცხადებული შეთქმულებები.

ირანის პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ყველა ხედვის, რელიგიის, სექტისა და ეთნიკური წარმომავლობის ირანელები პირველივე დღიდან დადგნენ თავიანთი ქვეყნის დასაცავად.

მსგავსი