ირანის პარლამენტის სპიკერი – აშშ-ის ყველა ქმედება სატანის მიბაძვიდან მომდინარეობს

13:00, 02.09.2026

აშშ-ის ყველა ქმედება სატანის მიბაძვიდან მომდინარეობს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.

ირანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა აშშ-ის სამხედროები სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

„მინაბის სკოლა: ბავშვები დახოცეს; ლამერდის სპორტდარბაზი: ბავშვები დახოცეს; კოჰესტაკში ქორწილი: ბავშვები ოჯახებთან ერთად დაიღუპნენ. ძალაუფლება სატანის მსგავსად თუ მოქმედებს, სატანის მსგავსად ირჩევს სამიზნეებს და სატანის მსგავსად კლავს, ეს სატანაა. იცავს უმცროს სატანას, რომელიც იმავეს აკეთებს? ეს არის დიდი სატანა“, – წერს ღალიბაფი სოციალურ ქსელში.

მსგავსი