ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარე - ირანზე აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელი ნახევარ საათში განადგურდება
ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარე - ირანზე აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელი ნახევარ საათში განადგურდება

ირანზე აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელი ნახევარ საათში განადგურდება, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარემ, მოჯტაბა ზონურმა განაცხადა.

ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარემ „პოლიტიკური ბლეფი“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ვაშინგტონმა ირანზე თავდასხმის გადაწყვეტილება ავიადარტყმების განხორციელებამდე 10 წუთით ადრე შეცვალა.

ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ამერიკელებს ოპერაციის წარმატების შესახებ წინასწარ რომ სცოდნოდათ, შეტევა აუცილებლად განხორციელდებოდა. მოჯტაბა ზონურმა ასევე თქვა, რომ ირანმა შეკავების სისტემა შექმნა და რეგიონში არსებული აშშ-ის 36 სამხედრო ბაზა თეირანის დაკვირვების ქვეშაა.