ირანის მთვარობამ „ბრიტანეთის საბჭოსთან“ თანამშრომლობა აკრძალა
ირანის მთვარობამ „ბრიტანეთის საბჭოსთან“ თანამშრომლობა აკრძალა

ირანის მთვარობამ „ბრიტანეთის საბჭოსთან“ თანამშრომლობა აკრძალა. შესაბამისი განცხადება ირანის სადაზვერვო სამსახურმა გამოაქვეყნა.

ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ბრიტანეთის საბჭოსთან“ თანამშრომლობა კანონით დაისჯება.

„ბრიტანეთი გეგმავდა კულტურული პროგრამის განხორცილებას ირანში ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით. ბრიტანეთის საბჭოსთან ნებისმიერი თანამშრომლობა აკრძალულია და გასამართლებით დასრულდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აგვისტოში ირანის უზენაესმა სასამართლომ 10-ლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჯაშუშობაში ბრალდებულ ირანელ ქალს არას ამირის, რომელიც ლონდონში „ბრიტანეთის საბჭოში“ მუშაობდა. ამირი 2018 წელს ირანში ოჯახთან ვიზიტის დროს დააკავეს.