ირანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ხუთ დიდ ქალაქს შორის მიმოსვლაზე შეზღუდვები წესდება
ირანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ხუთ დიდ ქალაქს შორის მიმოსვლაზე შეზღუდვები წესდება

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 830 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით დაიღუპა 279 პაციენტი.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქვეყნის ხუთ დიდ ქალაქს შორის მიმოსვლაზე შეზღუდვები წესდება, მათ შორისაა თეირანიც, სადაც ვირუსის გავრცელების კუთხით, მძიმე მდგომარეობაა. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, თერიანში საჯარო სივრცებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“-ის 513 219 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 29 349 ადამიანი.