ირანული მედია - ირანის მთავრობას აშშ-ისგან დაწესებული ყველა სანქციის მოხსნა სურს და არ ეთანხმება შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას
ირანული მედია - ირანის მთავრობას აშშ-ისგან დაწესებული ყველა სანქციის მოხსნა სურს და არ ეთანხმება შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას

ირანის მთავრობას აშშ-ისგან დაწესებული ყველა სანქციის მოხსნა სურს და არ ეთანხმება შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„არანაირი ეტაპობრივი გეგმა არ განიხილება. ირანის ისლამური რესპუბლიკის უპირობო პოლიტიკაა აშშ-ის ყველა სანქციის მოხსნა“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საიდ ხათიბზადემ.

ირანისა და აშშ-ის წარმომადგენლები მომავალ კვირას ვენაში არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ თეირანსა და საერთაშორისო ექსვეულს შორის ბირთვული შეთანხმების აღდგენის საკითხზე. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს საუბარი ფოკუსირებული იქნება იმ ბირთვულ ნაბიჯებზე, რომლებიც ირანმა უნდა გადადგას, რათა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები დააკმაყოფილოს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბირთვული შეთანხმებიდან 2018 წელს გავიდა და ირანს სანქციები აღუდგინა, საპასუხოდ ირანმა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.