ირანის მთავრობა ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებს ეძებს
ირანის მთავრობა ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებს ეძებს

ირანის მთავრობა აშშ-ის სანქციების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზებს ეძებს. პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ პარლამენტს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, აზრთასხვადასხვაობის მიუხედავად, ერთიანობა შეინარჩუნონ.

„რატომ შეიცვალა ირანელი ხალხის იმედი ჩვენს მიმართ, რატომ დაეკარგათ მათ საკუთარი მთავრობისადმი ნდობა?! ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ ბოლო დროს ერთიანობა გვაკლია. ახლა უნდა გავერთიანდეთ და თეთრ სახლში მყოფ ადამიანებს, რომელთაც ირანის განადგურება სურთ, ამის საშუალება არ მივცეთ“, – განაცხადა მეჯლისში პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ.

ირანის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები რამდენჯერმე დააწესა, რასაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამწვავება მოჰყვა.