ირანის მსხვილ ქალაქებში პარასკევის ლოცვა არ გაიმართება, საუდის არაბეთმა კი, მექაში პილიგრიმობა აკრძალა
ირანის მსხვილ ქალაქებში პარასკევის ლოცვა არ გაიმართება, საუდის არაბეთმა კი, მექაში პილიგრიმობა აკრძალა

კორონავირუსის გამო, ირანის უმსხვილეს ქალაქებში პარასკევის ლოცვა არ გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ იუწყება.

აღსანიშნავია, რომ ირანული მედიის ცნობით, გასულ კვირას პარასკევის ლოცვა გაუქმდა თეირანში.

ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით გარდაცვლილია 92 ადამიანი, დავადებულთა რიცხვი კი, 2 900-ს აღემატება.

კორონავირუსის გამო, საუდის არაბეთმა თავის მოქალაქეებსა და უცხოელებს მექაში პოლიგრიმობა აუკრძალა.

გასულ კვირას ერ-რიადმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მექასა და მედინაში ჩასვლა აკრძალა, რითაც ათასობით მუსლიმის გეგმები შეცვალა.