ირანის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული ამერიკელი სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანი სამშობლოში დაბრუნდა
ირანის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული ამერიკელი სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანი სამშობლოში დაბრუნდა

ირანის მიერ პატიმრობიდან გათავისუფლებული ამერიკელი სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანი, მაიკლ უაითი სამშობლოში დაბრუნდა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს უაითის გათავისუფლებისთვის მადლობას უხდის.

„შესანიშნავია მაიკლის სახლში დაბრუნება. ის ახლახანს ჩამოვიდა. ძალიან ამაღელვებელია. მადლობა ირანს. ნუ დაელოდებით არჩევნებს დიდი შეთანხმებისთვის, მე გავიმარჯვებ. თქვენ ახალ უკეთეს შეთანხმებას დადებთ“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანი მაიკლ უაითი 2018 წელს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ირანში თავისი მეგობარი ქალის სანახავად ჩავიდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, მას დაუდგენელი ბრალდებით პატიმრობა გასულ წელს მიუსაჯეს, თუმცა მარტში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, დროებით გაათავისუფლეს და შვეიცარიის საელჩოს გადასცეს.

ამერიკელი ვეტერანის გათავისუფლების პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-დან ირანელი ექიმის დაბრუნების შესახებ განაცხადა.