ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ირანის მიერ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მიტანილი იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის სამედიცინო დახმარების, კატასტროფების, სასწრაფო დახმარებისა და სისხლის ბანკის ეროვნული სამედიცინო სამსახური „მაგენ დევიდ ადომი“ ავრცელებს.

დაშავებულია, სულ მცირე, 74 ადამიანი.

ირანის იერიშის შედეგად ასევე დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი. თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.