ირანის ლიდერის, ალი ხამენეის მრჩეველი - ვულოცავთ პალესტინელ მებრძოლებს, ჩვენ პალესტინელი მებრძოლების გვერდით ვიქნებით პალესტინისა და იერუსალიმის გათავისუფლებამდე
ირანის ლიდერის, ალი ხამენეის მრჩეველი - ვულოცავთ პალესტინელ მებრძოლებს, ჩვენ პალესტინელი მებრძოლების გვერდით ვიქნებით პალესტინისა და იერუსალიმის გათავისუფლებამდე

ირანის ლიდერის, ალი ხამენეის მრჩეველმა მიულოცა პალესტინელ მებრძოლებს ისრაელზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი თავდასხმის განხორციელება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„ჩვენ ვულოცავთ პალესტინელ მებრძოლებს. ჩვენ პალესტინელი მებრძოლების გვერდით ვიქნებით პალესტინისა და იერუსალიმის გათავისუფლებამდე“, – განაცხადა იაჰია რაჰიმ საფავიმ.

„როიტერი“ წერს, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში აჩვენეს კადრები, რომლებშიც პარლამენტის წევრები სკანდირებდნენ: „სიკვდილი ისრაელს“ და „პალესტინამ გაიმარჯვა, ისრაელი განადგურდება“.