ირანის კონსტიტუციის დამცველთა საბჭომ დაამტკიცა კანონპროექტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერებასთან დაკავშირებით
ირანის კონსტიტუციის დამცველთა საბჭომ დაამტკიცა კანონპროექტი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საზედამხედველო ორგანოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰადი ტაჰან ნაზიფმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია.
„კონსტიტუციის დამცველთა საბჭოს წევრების მიერ განხილვის შემდეგ პროექტი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, შეწყვიტოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობა, არ აღმოჩნდა ისლამურ კანონსა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო“, – დაწერა საზედამხედველო ორგანოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
25 ივნისს კანონპროექტი ირანის პარლამენტმა დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანოში განმარტეს, რომ თეირანი სააგენტოსთან თანამშრომლობას იქამდე აჩერებდა, ვიდრე ირანის ბირთვული ობიექტებისა და ბირთვული მეცნიერების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იქნებოდა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანამშრომლებს ისლამურ რესპუბლიკაში ინსპექტირების ჩასატარებლად ვიზიტი მხოლოდ ქვეყნის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანხმობით შეეძლებათ.