ირანის ხუზესტანის რეგიონში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ირანის ხუზესტანის რეგიონში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა

ირანის ხუზესტანის რეგიონში წყლის დეფიციტის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა.

აქცია გაიმართა მეზობელ ლორესტანის პროვინციის ქალაქ ალიგუდარზიშიც. ირანის მთავრობის ინფორმაციით, ალიგუდარზიში მსხვერპლი უცნობი პირების მიერ ნასროლმა ტყვიებმა გამოიწვია, რომლებიც მშვიდობიანი მოქალაქეების რიგებში იმყოფებოდნენ.

ხუზესტანის რეგიონში წყლის დეფიციტი ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ყველაზე დიდ გვალვას დაემთხვა, რამაც პრობლემები შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს, სოფლის მეურნეობას, პირუტყვის ფერმებს და ელექტროენერგიის მიწოდებას.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო ერთ კვირაში დაღუპული ადამიანების რეალური რიცხვი ბევრად მაღალია, ვიდრე ოფიციალურად არის დადასტურებული.

ირანის მასშტაბით 30 ქალაქში 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს იყენებენ.