ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მომავალ კვირას ვენაში ბირთვული შეთანხმების პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართება
ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მომავალ კვირას ვენაში ბირთვული შეთანხმების პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართება

ირანის ხელისუფლების განცხადებით, მომავალ კვირას ვენაში ბირთვული შეთანხმების პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართება.

როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აბას მუსავიმ განაცხადა, 28 ივნისს ავსტრიის დედაქალაქში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე ირანის, ჩინეთის, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შეხვედრა შედგება. მოლაპარაკებების დღის წესრიგი უცნობია. თუმცა როგორც დასავლური მედია წერს, ვენაში დაგეგმილი შეხვედრა დიპლომატების მიერ ბირთვული შეთანხმების გადარჩენის უკანასკნელი შანსი იქნება.

ირანის ხელისუფლების მიერ ბირთვული შეთანხმების ხელმომწერთათვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა 7 ივლისს იწურება. ირანის პრეზიდენტმა მაისში ბირთვული შეთანხმების მონაწილეებს ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად 60-დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთანხმებიდან ნაწილობრივ გასვლის შესახებ განაცხადა.