ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმების რატიფიცირებას იმ შემთხვევაში მოახდენენ, თუ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნება
ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმების რატიფიცირებას იმ შემთხვევაში მოახდენენ, თუ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნება

ირანი კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმების რატიფიცირებას იმ შემთხვევაში მოახდენს, თუ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნება, – ამის შესახებ ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა, ალი სალაჯეღემ განაცხადა.განაცხადა.

თეირანში ამბობენ, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები აფერხებს ისეთ სფეროებს, როგორიცაა განახლებადი ენერგია.

ნახშირორჟანგის გამოყოფის სიდიდით ირანი მსოფლიოში მერვე ადგილზეა. ბოლო წლების განმვლობაში ემისია გაიზარდა, რადგან საზღვარგარეთის ინვესტიციები ქვეყნიდან გავიდა.

გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატური ცვლილებების სამიტზე ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი არ ჩასულა.