ირანის ხელისუფლებამ Telegram-ზე შეზღუდვა სრულად მოხსნა

14:26, 14.01.2018

ირანის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელ Telegram-ზე შეზღუდვა სრულად მოხსნა, რომელიც ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების ფონზე იყო დაწესებული. გარდა ამისა, შეზღუდვა მოიხსნა სხვადასხვა ტელეარხზეც.

ირანში სოციალური ქსელები, Telegram-ი და Isntagram-ი 31 დეკემბერს დაბლოკეს. ქვეყნის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ახსნა.

თეირანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში ანტისამთავრობო აქციები 28 დეკემბერს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. გავრცელებული ვერსიით, აქციების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი