ირანის ხელისუფლებამ შეიარაღებით ვაჭრობაზე გაერო-ს ემბარგოს მოხსნის შესახებ განაცხადა
ირანის ხელისუფლებამ შეიარაღებით ვაჭრობაზე გაერო-ს ემბარგოს მოხსნის შესახებ განაცხადა

ირანის ხელისუფლებამ შეიარაღებით ვაჭრობაზე გაერო-ს ემბარგოს მოხსნის შესახებ განაცხადა. 18 ოქტომბრიდან ირანს შეიარაღების გაყიდვა და შესყიდვა შეუძლია.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ აღნიშნა, რომ საკუთარი წარმოების გამო, ირანი ქვეყნის თავდაცვის საჭიროებების 90 პროცენტს აკმაყოფილებს და არ არის დამოკიდებული უცხო ქვეყნებზე. მანამდე, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ აღნიშნა, რომ იარაღის ემბარგოს მოხსნა ბირთვული შეთანხმების შედეგია.

2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება ითვალისწინებს იარაღის ემბარგოს მოხსნას ხუთი წლის განმავლობაში. ამავე დროს, იარაღის მიწოდება შესაძლებელი იყო ამ პერიოდის გასვლამდეც, მაგრამ მხოლოდ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ნებართვით. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ამბობს, რომ მსოფლიოსთან ირანის თავდაცვითი თანამშრომლობის ნორმალიზაცია მულტილატერალიზმის, ასევე რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გამარჯვებაა.

 

A momentous day for the international community, which— in defiance of malign US efforts—has protected UNSC Res. 2231 and JCPOA.

Today’s normalization of Iran’s defense cooperation with the world is a win for the cause of multilateralism and peace and security in our region. pic.twitter.com/sRO6ezu4OO

— Javad Zarif (@JZarif) October 17, 2020