ირანის ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო 6-დღიანი ლოკდაუნი გამოაცხადა
ირანის ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო 6-დღიანი ლოკდაუნი გამოაცხადა

ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული გაუარესებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ირანის ხელისუფლებამ დამატებითი ექვს-დღიანი ლოკდაუნის პერიოდი გამოაცხადა და ამასთან, პროვინციებს შორის გადაადგილება შეზღუდა.

აღნიშნულის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებული ეროვნული შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალირეზა რაისიმ დღეს განაცხადა.

„მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა ხვალიდან დაიწყებს მოქმედებას. ამავდროულად, ყველა სახის დაწესებულება, ოფისი და ბანკი შეწყვეტს მუშაობას“, – აღნიშნა რაისიმ.

14 აგვისტოს მონაცემებით, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 4 389 085 შემთხვევაა სულ დაფიქსირებული. 97 208 ადამიანი ინფიცირების შედეგად დაიღუპა.

ირანში კოვიდ19-ით ინფიცირების რაოდენობის ზრდა ივნისის დასაწყისიდან ფიქსირდება. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა საიდ ნამაკიმ 27 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მეხუთე ტალღის პიკზეა.