აქტივისტები ირანის მორალის პოლიციას 16 წლის გოგოზე თავდასხმაში ადანაშაულებენ, ირანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ გოგონას, რომელიც თეირანის მეტროში კომაში ჩავარდა, „ტვინის სიკვდილი“ დაუდგინდა
აქტივისტები ირანის მორალის პოლიციას 16 წლის გოგოზე თავდასხმაში ადანაშაულებენ, ირანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ გოგონას, რომელიც თეირანის მეტროში კომაში ჩავარდა, „ტვინის სიკვდილი“ დაუდგინდა

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ გოგონას, რომელიც თეირანის მეტროში კომურ მდგომარეობაში ჩავარდა, „ტვინის სიკვდილი“ დაუდგინდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ბიბისი“ წერს, რომ 16 წლის არმიტა გერავანდი თეირანის მეტროში პირველ ოქტომბერს უგონოდ დაეცა.

ამასთან, მედიის ცნობით, აქტივისტებმა ირანის მორალის პოლიცია ჰიჯაბის გარეშე გადაადგილების გამო გოგონაზე თავდასხმაში დაადანაშაულეს, თუმცა ოფიციალური პირები ამ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ გოგონამ, უბრალოდ, გონება დაკარგა.

ირანელი აქტივისტები ერთი წლის წინ დაღუპულ მაჰსა ამინთან ავლებენ პარალელს. თვითმხილველები ამბობენ, რომ ის პოლიციის ოფიცრებმა სცემეს.

ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 16 წლის არმიტა გერავანდი მეტროს ვაგონში ორ გოგონასთან ერთად ჩადის და მას თავსაბურავი არ უკეთია, რამდენიმე წუთში კი ერთ-ერთი გოგონა მატარებლიდან გამოდის და ძირს იხრება. ამის შემდეგ კადრებში ჩანს, რომ მას და რამდენიმე მგზავრს არმიტა უგუნო მდგომარეობაში გამოჰყავთ და ბაქანზე აწვენენ. „ბიბისი“ აღნიშნავს, რომ არც მატარებლის შიდა და არც სადგურის შესასვლელის კადრები ირანის მედიას არ გაუვრცელებია. თეირანის მეტროს დირექტორმა ყოველგვარი ფიზიკური ან ვერბალური კონფლიქტი უარყო.

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ გოგონას, რომელიც თეირანის მეტროში კომაში ჩავარდა, „ტვინის სიკვდილი“ დაუდგინდა.