ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონფლიქტის დაწყებიდან ისრაელის დარტყმებს ქვეყანაში, სულ მცირე, 430 ადამიანი ემსხვერპლა, 3 500 კი დაშავდა
ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონფლიქტის დაწყებიდან ისრაელის დარტყმებს ქვეყანაში, სულ მცირე, 430 ადამიანი ემსხვერპლა, 3 500 კი დაშავდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან ირანში ისრაელის დარტყმებს, სულ მცირე, 430 ადამიანი ემსხვერპლა, 3 500 კი დაშავდა.

ირანის ჯანდაცვის უწყება გასულ კვირას აცხადებდა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 224-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც უფლებადამცველი ორგანიზაცია 657 გარდაცვლილის შესახებ იტყობინებოდა.

ისრაელის ხელისუფლების მონაცემებით, 13 ივნისის შემდეგ ქვეყანაში 25 ადამიანია დაღუპული, მათგან ერთი – გულის შეტევით, 2 517 კი დაშავებულია.

ცნობისთვის, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო საჰაერო ოპერაცია 13 ივნისს დაიწყო, რასაც ირანის საპასუხო იერიშები მოჰყვა.