ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 13 ივნისის შემდეგ ირანში ისრაელის თავდასხმის შედეგად 606 ადამიანი დაიღუპა

15:01, 24.06.2025

13 ივნისის შემდეგ ირანში ისრაელის თავდასხმის შედეგად სულ 606 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ჯანდაცვის მინისტრი მოჰამედ რეზა ზაფარღანი ავრცელებს.

როგორც ირანის ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, დაშავებულია 5000-ზე მეტი ადამიანი.

ზაფარღანის თქმით, ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში ყველაზე მძიმე თავდასხმები განხორციელდა, რის შედეგადაც 107 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი