ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყნის უმეტეს პროვინციაში საავადმყოფოები გადატვირთულია
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყნის უმეტეს პროვინციაში საავადმყოფოები გადატვირთულია

„კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე, ირანის საავამდყოფოებმა ლიმიტი ამოწურა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის უმეტეს პროვინციაში საავადმყოფოები გადატვირთულია.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსახლეობა სოციალური დისტანციის წესებს არ იცავს. მინისტრის თქმით, თუ ირანელები არ გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, მომდევნო კვირების განმავლობაში შესაძლოა, ვირუსით დღეში 600 ადამიანი დაიღუპოს.

უკვე რამდენიმე კვირაა, ირანში ყოვედლღიურად ვირუსით 300-ზე მეტი ადამიანი იღუპება. საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 32 616 პაციენტი გარდაიცვალა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 568 896- მდე გაიზარდა.