ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანზე იერიშების შედეგად დაღუპულთა შორის 200 არასრულწლოვანია

23:55, 06.03.2026

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ჰოსეინ კერმანპური აცხადებს, რომ ირანზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის 200 არასრულწლოვანია.

მისივე თქმით, 2 000-ზე მეტი დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოშია, მათ შორის 552 არასრულწლოვანი.

სამინისტროში ასევე განმარტეს, რომ თავდასხმების შედეგად სამედიცინო სფეროს რვა მუშაკი დაიღუპა, 30 კი დაიჭრა. მათივე ცნობით, რაკეტებმა დააზიანა 11 საავადმყოფო.

მსგავსი