„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში” აცხადებენ, რომ თუ აშშ განაგრძობს ვალდებულებების დარღვევას, ირანის საპასუხო დარტყმები იმაზე უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე წინა

12:23, 28.06.2026

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” სპიკერმა, ჰოსეინ მოჰებიმ განაცხადა, რომ თუ აშშ განაგრძობს  ვალდებულებების დარღვევას, ირანის საპასუხო დარტყმები  იმაზე უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე წინა.

„თავიდანვე ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, მტერი მატყუარაა, არასანდოა და მიდრეკილია ვალდებულებების დარღვევისკენ. მოლაპარაკებების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება, პროვოკაციაზე წავიდეს. მთავარი ის არის, რომ მტრის ყველა  ქმედებას ვუპასუხეთ და განვაგრძობთ  პასუხის გაცემას. თუ მტერი კვლავ დაარღვევს ვალდებულებებს ან ზავს, ჩვენი პასუხი წინაზე უფრო მძლავრი იქნება”, – განაცხადა მოჰებიმ.

ცნობისთვის, ირანმა ქუვეითსა  და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე  დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა.

მსგავსი