„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განახორციელეს
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) აცხადებს, რომ ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განახორციელა.
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, აღნიშნულ სამხედრო ბაზებს ირანის წინააღმდეგ აშშ და ისრაელი იყენებენ.
„გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაური ალირეზა ტანგსირი აცხადებს, რომ მათ დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტებითა და თვითმკვლელი დრონებით დაარტყეს ალ-მინჰადისა და ალი ალ-სალემის საჰაერო ბაზებს.
მისივე თქმით, ეს ბაზები ირანის წინააღმდეგ „აგრესიის სათავე“ იყო.