„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარზე თავდასხმა განახორციელეს

11:45, 13.11.2026

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ბაჰრეინში აშშ-ის ადრეული გაფრთხილების რადარზე თავდასხმა განახორციელეს.

მედიის ცნობით, სექტემბრის დასაწყისიდან ბაჰრეინში ამერიკულ სამხედრო ობიექტზე თავდასხმის პირველი შემთხვევაა.

ამასთან, „გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, თეირანის დარტყმა ჰორმოზგანის პროვინციაში ტელეკომუნიკაციის კოშკზე საჰაერო თავდასხმაზე საპასუხო ნაბიჯი იყო.

„ეს სერიოზულ გაფრთხილებას წარმოადგენს აგრესორი მტრისთვის, შეწყვიტოს საჰაერო პროვოკაციები და ნავთობის კონტრაბანდა ჰორმუზის სრუტეში. ეს დარღვევები და აგრესიის აქტები თუ განმეორდება, „გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო ძალები სრულ მზადყოფნაშია, შეუზღუდავად ჩაერთოს“, – აცხადებენ „გუშაგთა კორპუსში“.

მომხდართან დაკავშირებით აშშ-ისა და ბაჰრეინის მხრიდან ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

მსგავსი