„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში ორ ნავთობტანკერზე იერიში მიიტანა
ირანმა ჰორმუზის სრუტეში ორ ნავთობტანკერზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის გაფრთხილება გემებმა არ გაითვალისწინეს და ნავიგაციის სისტემა გამორთეს. ოფიციალური უწყების ცნობით, მარშრუტი, რომელსაც გემები იყენებდნენ, დანაღმული იყო.
ცნობისთვის, მანამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადეს, რომ ოფიციალურმა თეირანმა მათ ორ გემზე საჰაერო იერიში მიიტანა. საუბარია „ალ-ბაჰიასა“ და „მომბასას“ სახელით ცნობილ გემებზე, რომლებიც ომანის მიერ კონტროლირებად ზონაში იმყოფებოდნენ. იერიშის შედეგად ერთი ინდოელი მეზღვაური დაიღუპა.