ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ 110 000 ჯარისკაცი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო წვრთნებს გამართავს
ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ 110 000 ჯარისკაცი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო წვრთნებს გამართავს

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ 110 000 ჯარისკაცი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო წვრთნებს გამართავს.

ბრიგადის გენერლის, ჰასან ჰასანზადეს განაცხადებით, წვრთნები ტარდება რეგიონული მოკავშირე ძალებისგან ფორმირებული წინააღმდეგობის ფრონტის მხარდასაჭერად და იმის საჩვენებლად, რომ „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ არ შეწყვეტს მათ დახმარებას.

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ამ წვრთნებში მტერი დაინახავს „ბასიჯის“ ძალების მხოლოდ მცირე ნაწილს.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სახმელეთო ძალებმა ფართომასშტაბიანი და სპეციალიზებული წვრთნები დაიწყეს ქვეყნის დასავლეთ პროვინცია ქერმანშაჰში. ირანული მედიის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები არის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მცდელობისა და ქვეყნის წინააღმდეგ პოტენციურ საფრთხეებთან დასაპირისპირებლად მზადყოფნის ნაწილი. პირველ ეტაპზე განხორციელდა სწრაფი რეაგირების ოპერაციების სხვადასხვა სცენარი.