„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ქვეყნები, რომლებმაც თავიანთი მიწა აგრესორ დამნაშავეებს ირანზე თავდასხმებისთვის გადასცეს, მზად უნდა იყვნენ შესაბამისი პასუხის მისაღებად
ქვეყნები, რომლებიც აგრესორ ამერიკელ სამხედროებს მასპინძლობენ და თავიანთი მიწა აგრესორ დამნაშავეებს ირანზე თავდასხმებისთვის გადასცეს, მზად უნდა იყვნენ შესაბამისი პასუხის მისაღებად, – ამის შესახებ აღნიშნულია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აღნიშნულმა ქვეყნებმა უნდა გაააქტიურონ თავიანთი სამოქალაქო თავდაცვის დანაყოფები, რათა დაიცვან თავიანთი მოქალაქეების სიცოცხლე და გაიყვანონ ისინი სავარაუდო სამიზნეებიდან.
ირანელი სამხედროები აშშ-ის ომის განახლებაში ადანაშაულებენ, რომელიც, მათი მტკიცებით, ვაშინგტონს არასდროს დაუსრულებია.
„გუშინდელი დღიდან მოყოლებული მტერმა ახალი მიდგომა აირჩია და სამხედრო დაპირისპირებაში დამარცხების დასამალად ომის დანაშაულებს ჩადის — საავადმყოფოებზე, ხიდებზე, რკინიგზაზე, აეროპორტებზე, პორტებზე, ტელეკომუნიკაციების ცენტრებსა და ა.შ. დესტრუქციულ თავდასხმებს და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას ახორციელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.